ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი – სამყაროს დედა

ჩვენი ეს გამოცდილება, ნათლად გვიჩვენებს თუ როგორი რწმენა და ნდობა გვაქვს ღმრთისმშობლისადმი. ნათლად გვიხსნის და გვიჩვენებს თუ როგორი მყარია ჩვენი გული და სიყვარული ყოვლადწმიდა ქალწულისადმი. ნებისმიერს შეუძლია წარმოიდგინოს სიმრავლე ღმრთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობლებისა და ჰიმნებისა, ოდებისა და სხვა, ძველი თუ ახალი, რომელიც უფლის დედას ეძღვნება. შეგვიძლია გავიხსენოთ ის უამრავი სასწაულთმოქმედი ხატები რომლებიც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელზეა შექმნილი.
ვდღესასწაულობთ მარიამობას – მარადქალწულისას. მისი სახელი, ღმრთისმშობელი როგორც მარადქალწული არ მიანიშნებს მხოლოდ რომელიმე წარმატებაზე მისი ცხოვრებიდან, არამედ ხაზს უსვამს მთლიანობაში მის ცხოვრებას და გვაძლევს ცოდნას იმაზე, რომ ის არის „მარადქალწული უბიწო“ და ყოვლადწმიდა. არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ მთლიანად, მთელი თავისი მშვენიერებით, მთელი თავისი სულით. ის რასაც ხატმწერები გამოსახავენ, მის სიმშვიდეს, მის სიხარულს, – სწორედ ამ შემოქმედებასა და თეოლოგიაში გამოიხატება ყოვლადწმიდის უბიწოება.
უბიწოება არის შესაძლებლობა ადამიანისა, რომ უყუროს სამყაროს, ისე როგროც ამას უყურებდა ადამი, ვიდრე ცოდვით დაცემამდე. ეს არის შეხვედრა ადამიანებისა და ღმერთის ქმნილებებისა, ეგოიზმის გარეშე და მათ შორის რაიმე ანგარების სურვილის გარეშე. უბიწოება არის სიწმინდე გულისა, რომელიც იღებს ადამიანს როგორც მოყვასს, როგორც უფლის ქმნილებას, იგივე მამა-ღმერთისა და არა როგორც საშუალებას ჩვენი ეგოიზმის დასაკმაყოფილებლად. უბიწოება არის წმინდა თვალი, რომელიც გამოდის სუფთა გულიდან, რომელსაც მიღებული აქვს სიხარული და მშვენიერება სულიწმიდისა. ეს უბიწოება ჰქონდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს და ამ უბიწოებას უგალობს ეკლესია, როდესაც ხაზს უსვამს მის მარად ქალწულებას.
ეს არა არის უბრალო რამ, არამედ მადლია, საჩუქარია ღმრთისა და ჯილდოა სული წმიდისა, რომელიც ეწვია იუდეის თავმდაბალ ქალიშვილს. ეს არის მადლი რომელიც მოვიდა იმისათვის, რომ დაადგას თავმდაბლობის გვირგვინი ყოვლადწმიდას. ქალწულობა უბიწოების ერთი მხარეა. უბიწოება ყვავილია რომელიც გაიფურჩქნა თავმდაბლობით სავსე გულში. თავმდაბლობა რომელიც ნიშნავს მორჩილებას ღმერთისადმი. თავმდაბლობა, რომელიც წარმოადგენს საფუძველს ყოვლადწმიდის უბიწოებისა, არ არის ადვილი. ეს არის გმირული მოქმედება და გამარჯვება ყოველგვარ უკეთურებაზე.
წინასწარმეტყველებიც კი, როგორც იონა, უძლურებას გრძნობდნენ რომ აბსოლიტური მორჩილება გამოეხატათ ღმრთის წინაშე. მაგრამ ყოვლადწმიდა მარიამი მორჩილებს ღმერთს დაეჭვების გარეშე. ეს მორჩილება მას აძლევს გულის სიწმინდეს და უბიწოებას, რომელიც ანათებს მის ცხოვრებას.
ამიტომაც პატივდებულია ყოვლადწმიდა ეკლესიისგან და იწოდება ღმრთისმშობლად. მნიშვნელოვანია, რომ როგორც იკონოგრაფიაში, ასევე ჰიმნოგრაფიაში, ყოვლადწმიდა მარიამი ყოველთვის იესუ მხსნელს უკავშირდება. მარიამი არის დედა განკაცებული ღმერთისა, მხსნელისა, ღმრთის სიტყვისა.
ეკლესია ამით ხაზს უსვამს, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი. ეს ჭეშმარიტება ნათლად ჩანს მაშინ როცა სწორად არის გაგებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ადგილი საღმრთო სურვილის აღსრულებისთვის და ჩვენი ხსნისთვის. ის არის ღმრთისმშობელი და ყოვლადწმიდა მარიამი, რადგან შვა განკაცებული ღმერთი. ზუსტად ეს თვისება მას აძლევს ძალას, რომ იყოს მეოხი, შუამავალი ყოველლი ჩვენგანისთვის.
ევედრება ქრისტეს ჩვენთვის. რადგან ის არის დედა მისი, ღმრთისმშობელი.
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი არის ასევე დედა ყოველთა. პირველივე ჩარევის დროს კანას გალილეის ქორწილში, ვიდრე დღემდე არასოდეს შეუწყვეტია ღმრთისმშობელს, რომ იყოს მეოხი ღმრთის წინაშე და მაცხოვრის წინაშე ყოველი ადამიანის საკეთილდღეოდ.
ჩვენი მიმართვა ღმრთისმშობლისადმი, ეს არ არის გაქცევა რომელიმე დედოფალთან, არამედ ეს არის მიმართვა ქრისტეს მშობელთან, რომელსაც ვთვლით ჩვენს მშობელ დედად. ასე აიხსნება ის, რომ მას ვეუბნებით ჩვენს ყოველდღიურ ტკივილს, მას ვეუბნებით აღსარებას, ჩვენს საიდუმლოებებს, ჩვენს ტკივილებს, დარდს, მას ვანდობთ ჩვენს ზრახვებს, გულისნადებს, ჩვენს ღრმა სურვილებს. რატომ არის ნდობა მისი დედობრივი სიყვარულისადმი?
ის ჭეშმარიტი დედააა, ყველა ჩვენგანის, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი. როგორც ევა არის ხორციელი დედა, ასე ღმრთისმშობელი არის ჩვენი სულიერი დედა.
ის არის დედა ყველა მორწმუნისა, რადგან განუწყვეტლივ შუამდგომლობს და მეოხია ყველა ჩვენგანის ხსნისთვის, მეოხია სწორედ უსაზღვრო სიყვარულით, რომელიც შეუძლია, რომ მხოლოდ დედის უწმინდესს გულს ჰქონდეს.
ის დედაა, ყოველი ჩვენგანისა. ასე განვიცდით მას ყველა, ამიტომაც მას მივმართავთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში, ამიტომაც მივდივართ მასთან, ყოველი ტკივილისას თუ სიხარულისას. და ეს ძალიან სწორიცაა. იცხოვრა როგორც დედამ და უყვარდა როგორც დედას. სტკიოდა როგორც დედას ყველა ის რთული დღეები, საათები, წუთები, ვნებები ქრისტესი.
ვდღესასწაულობთ მიძინებას ყოვლადწმიდა ქალწულისა, ღმრთისმშობლისა და დედისა ყოველი ჩვენგანისა.
ის მუდმივად მზადაა რომ დაგვეხმაროს, ჩვენთან ერთად განიცადოს, გვიშუამდგომლოს. ყოვლადწმიდა დედა ელოდება ჩვენს უბოროტო სიხარულს, რომ ჩვენი სულიერი წინსვლა აუწყოს ზეციურ მამას.
ეს წინსვლა კი არის გზა უპირველესად თავმდაბლობისა, როგორიც იყო მისი ცხოვრება. ის არის მიღება ღმრთის ნებისა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნებისმიერ წვრილმანში, ყოველგვარი წუხილისა და დარდის გარეშე.
ესაა უბიწოება გონებისა და გულისა, რომლიდანაც გამოდის ჩვენი განახლება სული წიმიდისგან.
ის არის გზა, ყოვლადწმიდისა, გზა კონკრეტული და ყოველდღიური სიყვარულისა ჩვენი ღმერთთან.
ესაა უმოკლესი გზა სიყვარულისა ღმრთის შვილობისადმი, განურჩევლად მდგომარეობისა მის წინაშე, სიყვარული ყველა იმისადმი ვინც შრომობს, სიყვარული ყველა იმისადმი ვინც არის ამ გზაზე სიყვარულით.

ბერძნულიადან თარგმნა
თეოლოგიისა და ისტორიის მაგისტმა ლევან ბუკიამ

© ბიბლიური თეოლოგიის შემსწავლელი ცენტრი ,,ბარძიმი''