პ.ლივოსი
არ ვიცი გაქვთ თუ არა შენიშნული ამ დღეებში, შეხვდით
თუ არა თქვენს ძველ ნაცნობებს, ადამიანებს რომლებიც არ გინახავთ წლების მანძილზე. ისინი,
ვისთანაც დრომ, რაღაც პერიოდში ძალიან ახლოს დაგაკავშირათ, და შემდეგ კი დაგაშორათ.
ასეთი რამ მე შემემთხვა წელს. ჩემი ქალაქის ქუჩებში
სეირნობისას, შევხვდი ერთ ჩემს ძველ მეგობარს. პიროვნებას, რომელიც წლების მანძილზე
დაკარგული იყო, ვინაიდან ჩვენი გზები გაიყარა იდეების დონეზე. იდეებია რომლებიც აშორებენ.
მხოლოდ გამოცდილება, ცხოვრება აერთიანებს გულებს. იდეები და იდეოლოგიები შლიან, არღვევენ.
და უფრო სწორად, როდესაც ქრისტიანობა არ არის ჩვენთვის ცხოვრების წესი და ცხოვრება,
არამედ იდეოლოგიაა, მაშინ ჩვენ ვშორდებით ერთმანეთს.
ასე დაკარგული ვიყავით წლების მანძილზე. ის იყო ანარქისტობაში
და მე ვიყავი ეკლესიაში. ერთ ქვეყანაში.
გავცვალეთ მისალმებები და მილოცვები და დავიწყეთ საუბარი
ასე, ფეხზე მდგომარებმა.
ძმაო, როგორ გაატარე ეს დღეები, ოჯახურ გარემოში?
-ეეე, თითქმის მამაო.
-სად გაატარე დრო ოჯახთან თუ მეგობრებთან?
-არა მამაო. მითხრა მხნედ.
-აბა სად?
-ციხეებთან
მამაო, როგორც ყოველ წელს. თანამოაზრე ანარქისტები,
ვიკრიბებით ხოლმე ყოველ წელს ციხეებთან, ვმღერივართ, ვყვირივართ ლოზუნგებს, გვაქვს
მუსიკები, და ზოგადად ვქმნით შესანიშნავ გარემოს, თანადგომისას, სოლიდარობისას, მეგობრობისა
და იმედისას, ჩვენი მოძმეებისათვის, მოყვასისათვის, მათთვის ვისაც ასეთ დღეებში ენატრებათ
ყველაზე დიდი სათნოება, წყალობა, რომელიც არის თავისუფლება.
მართლა
დავიბენი. ჩემი თვალები მას უყურებდნენ აღფრთოვანებულად. ჩემი გული ხარობდა იმისგან
რაც ესმოდა. ერთი უბრალო გულის აჩუყება და იმედი დაიბადა ჩემში. დიახ არსებობენ ჯერ
კიდევ კეთილშობილი სულები. გულები რომლებსაც უყვართ. რომლებიც განიცდიან და შეუძლიათ
ბრძოლა.
იმავდროულად
შემრცხვა. ვგრძნობდი რომ დავპატარავდი. მის წინაშე ვიყავი არაფერი. ღმერთის წინაშე
პასუხისმგებელი, ანგარიშვალდებული. ქრისტეს წინაშე მისი მოწაფეობის უღირსი.
-შენ როგორ გაატრე დრო მამაო?
რა უნდა მეთქვა. რომ ვიყავი ჩემს სახლში, შინ. როგორც
ერთი კარგი ქრისტიანი. რომ თუკი ვიყავი ნამდვილი მოძღვარი, მაშინ უნდა ვყოფილიყავი
გვერდით, ამ გაუბედურებულებთან.
მაშინ ავტომატურად ჩემს გონებაში მომივიდა ქრისტეს სიტყვები:
„არა ყველა, ვინც მეუბნება მე: უფალო, უფალო, - შევა ცათა სასუფეველში, არამედ ვინც
ასრულებს ჩემი ზეცათა მამის ნებას.“ (მთ.7,21).
და ვიდრე გონს მოვიდოდი კვლავ ჩამესმა ჩემს სინდისში
იგივე ქრისტეს სიტყვები: „და სხვა ცხვრებიც მყავს, რომლებიც არ არიან ამ ეზოდან, ისინიც
უნდა მოვიყვანო მე და ჩემს ხმას ისმენენ და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (ინ.10,16),
ვიდრე არ გავიგე ქრისტეს სიტყვები ჩემში: „შიშველი ვიყავი და შემმოსეთ მე, უძლური ვიყავი
და მომხედეთ მე, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან“ (მთ.25,36).
და თქვენ გეუბნებით დღეს, რომელმა აღასრულა ჩვენ ორიდან
ჭეშმარიტად ღმერთის ნება? ვის ქონდა საქმეში განხორციელებული ქრისტეს უწყება?
არ მაწუხებს რას ამბობს და რა სწამს ანარქისტს. მე,
როგორც მღვდელს მასწავლა, მე მითხრა არ თავისი იდეები, არამედ მე მესაუბრა მისი ცხოვრებიდან
და საქმიდან.
იმ დროს როდესაც მილიონობით ოჯახის მქონენი მართლმადიდებელ
საბერძნეთში, მიირთმევდნენ თავიანთ საახალწლო ნუგბარს, იმ დროს როდესაც ადამიანებს
რომლებსაც ერთი მცირედი ნაჭერი ეჭირათ ხელში და მათ ეძახდნენ „მაწანწალებს“ საბერძნეთის ყველა ქალაქში, იდგნენ საპყრობილესთან
გარეთ სიცივეში, რომ ედღესასწაულათ წელიწადის ცვლა დაპატიმრებულ ძმებთან ერთად, ჩვენს
თანამოქალაქეებთან, მათთან ვისზედაც ქრისტემ თქვა „საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით
ჩემთან. . .“
π. Λίβυος
ბერძნულიდან თარგმნა თეოლოგიისა და ისტორიის მაგისტრმა
ლევან ბუკიამ
© ბიბლიური თეოლოგიის შემსწავლელი ცენტრი “ბარძიმი”
No comments:
Post a Comment