„ქრისტეშობის მოლოდინში“
გაამზადეთ
ტკბილეული
აანთეთ ლამპრები,
მორთეთ
თქვენი სახლები . . .
,,უსჯულოება მოაოხრებს მთელ ქვეყანას და ბოროტმოქმედება დაამხობს
მბრძანებელთა ტახტებს“ - კრიზისი ესაა მდგომარეობა როცა ქარიშხალი ანადგურებს რწმენის
მარცვლებს, საბოლოოდ რომ მარტო აღმოჩნდეს . . . . ქერქი.
„მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი
გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთაყვანისცემაა“ როგორც ამბობს პავლე მოციქული.
ჩვენ ქრისტიანები, ალბათ როგორც დამკვირვებლები, ვცხოვრობთ ერესში არა
სწავლებით, არამედ ჩვენი რწმენის გამოხატულების კუთხით, თეორიის აღსრულებაში,
საქმეში თუ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერესი არის ის რაც ჩვენ გვაშორებს
ღმერთთან და ხსნასთან.
ვართ ერეტიკოსები
რადგან მივიჩნევთ, რომ ქრისტიანებმა უნდა მოითმინონ ყველაფერი სულიერების სახელით, და
რაც არსებითია, უარი ვთქვათ ქრისტიანის მოწმობაზე და მოწამეობაზე. მოწმობა
ქრისტიანისა კი მართლაც არ არის მცირე ან
ბევრი საკვები ან ტანსაცმელი რომელსაც მივცემთ სხვებს. მოწმობა ესაა ყოველი მოქმედება
რომელიც მოწმობს ჭეშმარიტებას, სიყვარულს, თავისუფლებას და რომელიც გამოხატავს
ქრისტეს.
მოწმობა ესაა რომ
არ ვცნობთ არანაირ ძალაუფლებას, გარდა ღმერთის ძალმოსილებისა, - რომელიც არის
სიყვარული.
მოწამეები,
რომლებიც მეოხნი არიან, გვეძახიან და გვიხმობენ ყოველდღიურად. ისინი წავიდნენ
დასამოწმებლად, არა იმიტომ რომ ეჭვობდნენ იმპერატორის ძალაუფლებას, არამედ ზუსტად
იმიტომ, რომ ქრისტეს რწმენაში მათ აუქმებდნენ. ამიტომაც ეშინოდათ ძალაუფლების
მქონეთ სამყაროში ძალაუფლების დაკარგვის.
წყარო: π.Χρήστου Ζαχαράκη:
Περιμένοντας
τα
Χριστούγεννα...
http://pchristoszacharakis.blogspot.gr/2014/12/blog-post_9.html?spref=fb
ბერძნულიდან თარგმნა ლევან ბუკიამ
http://pchristoszacharakis.blogspot.gr/2014/12/blog-post_9.html?spref=fb
ბერძნულიდან თარგმნა ლევან ბუკიამ
No comments:
Post a Comment