Tuesday, January 5, 2016

ქრისტეშობის შემდგომი კვირა

ლიტურგიკული დრო ესაა ეკლესიის ფორმა რომ ჩვენ შეგვიყვანოს მარადიულობაში. ყოველი დღესასწაული ეკლესიისა ესაა კარიბჭე საღმრთო მეუფებისკენ. ესაა განახლება ჩვენი მოწოდებისა. ქრისტეშობის აღნიშვნისას, როგორც ამბობს წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი, „ვზეიმობთ ღმერთის სურვილს ადამიანებისადმი გამოვლენილს, რომელმაც ადამიანი შეიმოსა, მოვიდა რათა ძველი ადამიანი განაღმრთოს და შემოსოს ახალი შესამოსელი’’.

სახარებისეული საკითხავი ქრისტესობის შემდგომი კვირისა გვიყვება მოვლენებზე რომელიც მოხდა მოგვების წასვლის შემდგომ.  ეგვიპტეში ლტოლვას და ყრმათა ამოწყვეტას ჰეროდესგან. ქრისტე, „როგორც უცხო და დევნილი და მიუსაფარი’’, „ყრმობიდან როგროც უცხომ’’ იცოდა მტრობა ამ სამყაროს ძლიერთა, ის მტრობა რომელიც მას თან სდევდა, მისი ამ ქვეყანაზე ყოფნის განმავლობაში.

როდესაც  შაბათს, ჩვეულების თანახმად, იესუ შევიდა სინაგოგაში თავის სამშობლოში და ითხოვა რომ წაეკითხა საღმრთო წერილი, მსახურმა მას გადასცა წიგნი ისაია წინასწარმეტყველისა, და იესუმ გახსნა წიგნი და წაიკითხა:   „სული უფლისა ჩემზე, მან მომავლინა მე და მომავლენს მუდმივად, რომ მოვიტანო უწყება სიხარულისა ყველა გაჭირვებულთან, რომ ვიქადაგო თავისუფლება გაჭირვებულებთან, მონებთან და რომ მივცე მას სინათლე, რომ ვზიდო ტვირთი შეჭირვებულთა და ტვირთმძიმეთა, და თავმდაბალთა, და რომ შევძახო როგორ მოვიდა დრო, როდესაც უფალი მოდის მისი ხალხის სახსნელად.’’

ამ სიტყვებით იესუ ქრისტე წარმოაჩენს თავის საქმეს, საქმეს სიღრმისეულად საზოგადოს, და ამავდროულად ძალიან გაბედულს, რევოლუციურს. არსებითად ამ სიტყვებით ქრისტე ქადაგებს რევოლუციას სიკვდილის სამეფოს წინააღმდეგ და მისი ძალაუფლების წინააღმდეგ. ნამდვილი რევოლუცია არის ის რომელიც უძღვის რევოლუციისკენ, ის რომელიც იარაღის გარეშე ცვლის სიკვდილს სიცოცხლედ.

აღდგომა არ მოდის როდესაც თანმიყვები ამ სამყაროს, ცოდვით, სიკვდილით;  არამედ მოდის მხოლოდ სიმართლესთან და სინათლესთან თანაცხოვრებით.    


როდესაც მარიამმა, ლაზარეს დამ, უფლას აცხო ძვირადღირებული ზეთი, და როდესაც იუდამ ფარისევლურად გამოთქვა წუხილი, რადგან შესაძლებელი იყო, რომ გაყიდულიყო ეს ზეთი და  ღარიბებისთვის დარიგებულიყო, ქრისტე მას პასუხობს: „ეს ცხება, იყო დაფვლის დღისთვის ჩემი, როდესაც ღარიბები სულ თქვენთან არიან,’’. ეს სიტყვები იესუ ქრისტესი ნათლად  აჩვენებენ არა უზრუნველობას ღარიბებისადმი, არამედ ხაზს უსვამს არსებითს და მნიშვნელოვანს, რომელიც არის მისი ცოცხალი ყოფნა. დღეს ვსაუბრობთ ქრისტეზე ქრისტეს გარეშე და  . . .

მოგვები წავიდნენ . . . თუკი გვინდა რომ ვნახოთ ჩვენი იმედები რომ გაიზარდონ ჰეროდეს მუქარის გარეშე, დავიკავოთ მოგვების ადგილი და ვეძებოთ ადგილი „სადაც ქრისტე იშვება“.  რამდენადაც უფრო იზრდება სიბნელე ჩვენს გარშემო, იმდენად უფრო მეტად ნათლდება ბეთლემის ვარსვკვლავი.!

წყარო: π. Χρήστου Ζαχαράκη:Κυριακή μετ τ Χριστούγεννα

http://pchristoszacharakis.blogspot.gr
ბერძნულიდან თარგმნა ლევან ბუკიამ


No comments:

Post a Comment