Tuesday, January 5, 2016

„დღეს იშვება დაუსაბამო“

არ ვიცი, რა აზრი აქვს ქრისტეშობის აღნიშვნას იმ სამყაროში სადაც ადამიანებს შორის მომხმარებლური დამოკიდებულება გამეფებულა; 

ყველგან დიდი სიხარული გამეფებულა, ხალხმრავლობაა ყველგან ე. წ. ბაზრობებზე,  ჰიპერმარკეტებში . . . 

არ ვიცი რა აზრი აქვს ქრისტეშობას ე.წ. მოწესრიგებული „ქრისტიანებისთვის“, რომლებიც ქველმოქმედებას წელიწადში ერთხელ, ამ დღეების განმავლობაში მისდევენ მხოლოდ.

საეკლესიო მოვლენებისა და ფაქტების გარელიგიურება  ალიბი, გასასამართლებელი საბუთი გახდა მრავალი დანაშაულისა, რომელიც ცხადია ქრისტეს სახელით მოხდა. დღესაც, ჯერ კიდევ ვხედავთ თუ როგორ მეგობრობენ კეისართან . . .

სიმართლის მზე იშვება. გაუგონარი უწყება. მზაკვრობის, ცბიერების მთავრობაში, რომელიც ანაცვლებს „ქრისტიანობას“ გვაქვს მზა პასუხები უკანასკნელ დღეზე, მაგრამ არაფერი მიმდინარეზე. ბასილი დიდმა გვიჩვენა გზა: „პირველ ქრისტიანებს მივბაძოთ და დავესესხოთ წესი, როგორც მათ ჰქონდათ, საერთო ცხოვრებისეული გასაჭირი, სულიერი ერთობა, თანხმობა, ერთსულოვნება, საერთო ტრაპეზი, განურჩევლობა საძმოში, სიყვარული უმწიკვლო და უზაკვო . . .“

ჩვენ, როგორც ჩანს, ვასხვავებთ, ვარჩევთ ფარისევლობით. ამიტომაც შეგვიძლია კი „ვიდღესასწაულოთ“ იმ დროს როცა 2/3 კაცობრიობისა შიმშილობს. მაგრამ იქნება ჩვენი სულიერი გაჭირვება უფრო სერიოზულია და მნიშვნელოვანი მესამე სამყაროს გასაჭირზე? რადგან რა აზრი აქვს ქრისტიანობას რომელიც არ მოწმობს თავის რწმენას? ამ ჩვენს ბრმა ჯიუტობაში და უძლურებაში, რომ გვიყვარდეს და ვუყვარდეთ უზაკვოდ, ქრისტე იშვება. თავისი შობით ღმერთი სიყვარულით შემოდის ისტორიაში და მას ჰყოფს ორ ნაწილად.

„სკანდალი იუდეველთათვის, სისულელე წარმართთათვის“. მაგრამ ვისაც გვწამს მისი არ შეგვიძლია დავდუმდეთ, როდესაც ჩვენს გვერდით არსებობენ გაჭირვებულები, ჩაგრულები, შევიწროებულები და იზოლირებულები, მოწყვეტილები

გვაქვს ვალდებულება, მოვალეობა რომ ვიმსახუროთ გულწრფელად და გულახდილად და უშურველად, სულიერად და მატერიალურად, სამართლიანად. არა ჯგუფების ხსნისთვის, არამედ მთელი სამყაროსი.
შევძლებთ?
თეოდორე ე. პანდულა
გამოქვეყნდა „ Δέκα χρόνια κομμάτια ΚΕΙΜΕΝΑ, ΣΧΟΛΙΑ ΚΑΙ ΣΥΝΕΝΤΕΥΞΕΙΣ ΣΤΟΥΣ ,,ΜΟΝΤΕΡΝΟΥΣ“.
გამომცემლობა „manifesto 2013.  ბერძნულიდ თარგმნა 
ლევან ბუკიამ

No comments:

Post a Comment