ქრიტეშობამდე
ეთიკის შესახებ
ჩვენში გაბატონებული
და მიღებული
პროტესტანტული გაგების
გამო, როდესაც
ვსაუბრობთ სიწმინდეზე, ვცდილობთ ის
ლამაზად გამოვთქვათ, წარმოვადგინოთ ის როგორც უსრულყოფილესი
ეთიკური მდგომარეობა,
რომელიც გამომდინარეობს
ჩვენი სულიერებიდან.
გვავიწყდება რომ
მხოლოდ ღმერთია
წმინდა.
მაგრამ ჩვენთვის
ყველა სიწმინდე და ყველა
წმინდანი მოწოდებაა,
რომელსაც თაყვანს
სცემდნენ და
სცემენ. ყველაზე
მეტად კი,
სიწმინდე ესაა
ტკივილი და
ცრემლი, რომლის
საფუძველია განცდა
საკუთარი ცოდვილობისა,
შესაბამისად გრძნობა
სევდანარევი სიხარულისა,
რომელიც გვიტოვებს
განცდას მოწყალე
ღმერთის მოსვლისა.
სახარებისეული საკითხავი
ქრისტეშობის წინა
კვირისა, იწყება
უფლის ვრცელი
გენეალოგიური კატალოგით,
რომელიც იწყება
აბრაამით და
სრულდება უფლით.
მართალთა და
ცოდვილთ მოდგმა
ერთადაა გადმოცემული.
ძველი აღთქმა
უბრალოდ ყვება,
აღწერს ადამიანთა
ცხოვრებას საზოგადოებაში,
არ ამშვენიერებს,
არ ალამაზებს
მას. არ
მალავს მათ
ცოდვილობას, რომელიც
შეიცვლება უფლის
მოსვლით და
რომელიც შეცვლის
ტკივილს, როგორც
დავითის საგალობელშია:
,,მიწყალე მე
ღმერთო დიდითა
წყალობითა შენითა
და მრავლითა
მოწყალებითა შენითა
აღხოცე უსჯულოება
ჩემი.“
საოცარია მარიამის
სულიერი მდგომარეობის
უბიწოება და
ქალწულება, რომელიც ქალწულებით დედობაში
და მესიის
სითბოში გადადის,
რომელიც მან
იტვირთა.
პარადოქსია შობა ქრისტესი; ,,საიდუმლო და პარადოქსი! ცა მღვიმეში, ქერუმიბთა ტახტზე, ღმრთისმშობელ ქალწულთან ერთად, ქრისტე ღმერთი''. მაგრამ არაფერია პარადოქსი, როდესაც ღმერთის სურვილსა და ნებას ვხვდებით ჩვენი ნებით ჩვენივე ხსნისთვის, აუჩქარებელი თანხმობით და ჩვენი მორჩილებით და მისი სურვილით. თუ კი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი თავისი მდგომარეობით საღმრთო იკონომიის წინაშე ჩვენ გვწინამძღვრობს უსაზღვრო მორჩილებისა და თავმდაბლობისკენ, იოსები კი გვასწავლის აბსოლიტურ მინდობას ღმრთის სიტყვისადმი.

http://e-theologia.blogspot.com/2013/12/blog-post_3330.html
ბერძნულიდან თარგმნა ლევან ბუკიამ
No comments:
Post a Comment