Sunday, February 19, 2017

„როცა მოვა ძე კაცისა . . . “ ხორციელის კვირა


ლევ ჯილეტი

            შაბათი რომელიც წინ უძღვის ხორციელის კვირას განსაკუთრებულია, როდესაც ეკლესია გარდაცვლილ მორწმუნეებს იხსენიებს და მათი სულის მოსახსენებელ პანაშვიდს აღავლენს. ნათელია კავშირი მოცვალებულთა მოხსენიების შაბათსა და საშინელი სამსჯავროს ხსენების კვირას შორის, რომელიც სწორედ ხორცილეის კვირის უმთავრეს თემას წარმოადგენს.  
            ხორციელის კვირის ლიტურგიაში მარხვა არ არის მთავარი საკითხი, როგორც წინა, უძღები შვილის კვირაში. დღეს ხორციელის კვირაა, რადგან ბოლო დღეა როდესაც ნებადართულია ხორცის მიღება. ორშაბათიდან კი, თუკი შეგვიძლია, ვიდრე პასექამდე თავი უნდა შევიკავოთ ხორცის მიღებისგან. ამასთან, ნებადართულია რძე, კარაქი, ყველი მთელი კვირის განმავლობაში ოთხშაბათ-პარასკევის ჩათვლით.
            დღევანდელი დღის ლიტურგიაზე იკითხება პავლე მოციქულის 1 კორინთელთა ეპისტოლედან მონაკვეთი (1 კორ.8:8-13; 9:1-2): მაგრამ საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან, რადგანაც ჭამით არაფერი გვემატება და უჭმელობითაც არა გვაკლდება რა. მაინც სიფრთხილე გმართებთ, რათა ეგ თქვენი თავისუფლება საცთური არ შეიქნეს უძლურთათვის. რადგან თუ ვინმე დაგინახავს, რომ შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპოში ინახად ზიხარ, განა მისი უძლური სინიდისი არ განაწყობს კერპთშეწირულობის ჭამად? და შენი ცოდნით წარწყმდება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. ასე რომ, თუ ამნაირად შესცოდავთ ძმათა მიმართ და მოსწყლავთ მათ უძლურ სინიდისს, ქრისტეს მიმართაც სცოდავთ. ამიტომაც თუ საჭმელი აცთუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცთუნო იგი. არა ვარ მოციქული? არა ვარ თავისუფალი? არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? და არც თქვენ ხართ ჩემი ნაღვაწი უფალში? სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში.
  
            სახარების მონაკვეთი (მთ.25:31-46): „და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე.  შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ. მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ?  როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ. მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში.
 მიუხედავად იმისა, რომ არაა საჭიროება მუხლობრივად განიმარტოს  ყველა წვრილმანი საშინელი სამსჯავროსი, როგორც მას აღწერს მახარებელი, ვალდებული ვართ სრულად, რეალისტურად შევხედოთ უფალს იმათი თვალით ვინც მას გაურბის და მათი თვალით ვინც ეშურება  მასთან მყოფობას.
            დღევანდელი დღის მწუხრისა და ცისკრის საგალობლები შიშის შთაბეჭდილებას ქმნიან საბოლოო განსჯის წინაშე: „წიგნი იხსნება და დაფარული ცხადდებაანანგელოზები შიშით ძრწიან“, მდინარე ცეცხლისა მსაჯულის წინაშე“. ყველა ეს და სხვა მრავალი საგალობელი და  სახარებისეული სწავლებები გვიბიძგებენ, რომ მოვინანიოთ ვიდრე არ იქნება გვიან. შეგვიძლია სიბნელეს, აჩრდილს რომელიც ცოდვას ითხოვს ჩამოვშორდეთ, და ნუ იქნება ისე, რომ დაგვავიწყდეს სინათლის არჩევა. მწუხრის საგალობელში სწორედ ეს ორი მხარე უკავშირდება ერთმანეთს:

            „აჟამს მოხვიდე ღმერთ დიდებით ქვეყანასა ზედა, მაშინ შეძრწუნდნენ ყოველნი დაბადებულნი; მდინარე ცეცხლისა სდიოდეს მსაჯულისა წინაშე, და საშინელად ოხვრიდეს, წიგნნი განეხვნენ, და დაფარულნი გამოსცხადნენ; მაშინ მიჴსენ მე ცეცხლისა მისგან უშრეტისა, და ღირს-მყავ მარჯვენით დადგომად შენდა, მსაჯულო სიმართლისაო“.
ბერძნულიდან თარგმნა ლევან ბუკიამ

No comments:

Post a Comment