საყოველთაობის საფუძვლები
ეკლესია ღმრთის მეუფების გაცხადების ადგილია. ადგილი
სადაც ღმრთის ქმნილება სამყაროში (ოიკუმენში) წარმოჩინდება. ეკლესიის საყოველთაობა,
იესუ ქრისტესადმი რწმენას და მის სულიწმიდისეულ მოსვლას ეფუძნება, რომელიც დროში მის უწყვეტ დაცვას გულისხმობს.
სწორედ ამ საყოველთაობის უწყვეტი დაცვა წარმოადგენს ეკლესიის ძირითად თვისებას.
საყოველთაობა და მარადიულობა
იესუ ქრისტეს ხორციელად გამოცხადებამ და სულიწმიდის
ნათელმა, სრულად გაუხსნა მოციქულებს მთელი
სამყარო, (ოიკუმენი). ეკლესიის ცხოვრებაში, სულიწმიდის მადლი, ქრისტესთან ერთად ადამიანებს
მთელ სამყაროს უხსნის, როგორც ცოცხლებს და ისე გარდაცვლილებსაც. ამიტომაცაა, რომ წმინდანები
მთელი სამყაროსთვის მეოხებენ, ცოცხლებზეც და გარდაცვლილებზეც. ეკლესია ორგანულად იცავს გარდაცლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ლიტურგიკულ მსახურებას.
ერთობა ეკლესიაში ნიშნავს ადამიანთა ერთობას ეკლესიის სხეულში და ერთობას ქრისტესთან.
ეკლესიის სხეულში ერთობა გულისხმობს სხეულის ყველა თვისების მიღებას.
ეკლესიის საყოველთაობას თუ დავაშორებთ მარადიულობას,
მაშინ ეკლესიის საყოველთაობას ეჭვის ქვეშ დავაყენებთ. საბოლოოდ კი ღმერთთან ნამდვილი
კავშირ-ურთიერთობის გაუქმებამდე მივალთ. ეკლესია, საყოველთაოა და მსოფლიოა, რომელიც
მარადიულობით ხასიათდება, სხვაგვარად ის არ შეიძლება ეკლესიად იწოდოს და შესაბამისად,
არც შეიძლება იყოს ადგილი უფლის დიდების გამოვლენისა.
სულის ნაყოფი
ეკლესიის საყოველთაობა სულიწმიდის ნაყოფია, კურთხეული
და სრულქმნილი. როგორც სამყაროს შექმნა ხდება
მამისაგან ძის მიერ სულიწმიდით, ასევე სამყაროს განახლება წმიდა სამების პირთა საქმეა.
როგორც სამყაროს შექმნისას სულიწმინდა წარმოადგენს სრულყოფილების მიზეზს, რათა ყველაფერი
სრულდებოდეს მისით, ასევე სამყაროს განახლება, რომელიც სრულდება მისტიურად ეკლესიაში,
სრულიყოფა სულიწმიდით, რადგან ის ამყარებს ეკლესიის ტრადიციას.
სულიწმიდის მაკურთხეველ საქმეს აქვს ონტოლოგიური და
არა ეთიკური ხასიათი. კურთხევა, განწმენდა არის ონტოლოგიური სრულყოფა, რომელსაც აქვს
ასევე ეთიკური მხარე. ესაა სრულყოფილი საქმე მამისა და ძისა და სულიწმიდის ენერგიისა.
სადაც კურთხევა უკავშირდება ადამიანს, ის გულისხმობს ადამიანის მონაწილეობას და სინერგიას.
ეკლესია ყალიბდება წმინდანებისგან. ამიტომაც ახალ აღთქმაში,
ყველა წევრი ხასიათდება როგორც წმინდანი. სიწმინდე არსებობს ეკლესიაში როგორც რაღაც
მოცემულობა და გამოიხატება მორწმუნეთა ცხოვრებაში როგორც მოთხოვნილი მოლოდინი. იგივე
ხდება ეკლესიის სხვა ნიშნებში. სიწმინდე იმავდროულად მოცემული და საჭიროა. ის მოცემულია
ღმერთისგან და მოთხოვნილია ადამიანისგან. ეკლესია როგორც სხეული ქრისტესი, რომელმაც
განაახლა მთელი კაცობრიობა, თავისი ბუნებით არის საყოველთაო და ყველასთვის.
ადამიანური ფაქტორი
საქმე რომელსაც ეკლესიის წევრი აღასრულებს არის უმაღლესი
და ურთულესი. ეს არის ჭეშმარიტი სიყვარულის
საქმე, რომელიც სრულდება თავმდაბლობით და თავგანწირვით. ის არის საქმე გამაერთიანებელი
სიყვარულის, რომელიც ქრისტემ გვიჩვენა. რადგან ეს ურთიერთობა არის ღმერთკაცობრივი,
ეს საქმე სრულდება ადამიანის საქმით, მოქმედებით, იმ მოქმედებით და საზომისამებრ, როცა
მას შესწევს უნარი, რომ დაიმდაბლოს თავი და მიუახლოვდეს ზღვარს, ანუ იმოქმედოს ქმნილისა
და უქმნელის ზღვარზე.
საღმრთო სინათლე
მნიშვნელოვანი მახასიათებელი ეკლესიის ცხოვრებაში და
მამათა სწავლებაში სინდისია. ცოდნა საყოველთაობისა უკავშირდება უმაღლეს სულიერ მდგომარეობას,
სადაც ადამიანი თავისუფალია ვნებებისგან და სწორად, მართებულად და თანაგრძნობით ღებულობს
ღმრთის არსებობას, სულიწმიდის მადლითა და წყალობით. ჩვენი თანამდეროვე წმინდანი სილოან
ათონელი, როდესაც ღირსი გახდა ენახა ქრისტეს ნათელი, გრძნობდა, რომ მის სულზე ბატონობდა
განცდა სიყვარულისა ღმრთისადმი და ყველა ადამიანისადმი. ამას უსვამს ხაზს გრიგოლ პალამაც.
ადამიანი, წერს ის, რომელიც ნათლდება უქმნელი ნათელით ეფერება თავის თავში მთელ ქმნილ
სამყაროს და წარმოაჩენს სრულ სიყვარულს.
იგივეს შევნიშნავთ ასევე ეკლესიის ლიტურგიკულ ტრადიციაში. სულთმოფენობის
საკითხავ ჰიმნებში ხაზგასმულია, რომ სულიწმიდის გარდამოსვლამ მოციქულები როგორც მსოფლიო
მასწავლებლები ისე წარმოაჩინა.
საყოველთაობა და მსახურება
საღმრთო ლიტურგიაში
როგორც იოანე
ოქროპირის, ისე
ბასილი დიდის,
საყოველთაობას უჭირავს
ცენტრალური ადგილი.
პროსკომიდიისას ხაზი
ესმება, რომ
საღმრთო მსახურება
აღსრულდება „სამყაროს
ცხოვრებისა და
ხსნისათვის“. ასევე,
მას მოსდევს
ლოცვა, სადაც
გარდა იმისა,
რომ წმინდა
ძღვენი ხდება
ძღვენი „ყველასთვის“,
განსაკუთრებული მიზეზი,
რომელიც ითქმის
ძღვენის კურთხევის
შემდეგ და
ვიდრე საუფლო
ლოცვის თქმამდე,
უკავშირდება რწმენის
ერთობას და ზიარებას:
„ერთობასა სარწმუნოებისასა
და ზიარებასა სულისა
წმიდისასა მთხოველთა,
თავნი თვისნი
და ურთიერთნი
და ყოველი
ცხოვრებაი ჩუენი,
ქრისტესა ღმერთსა
ჩუენსა, შევვედროთ“.
როდესაც ადამიანი
ამარცხებს შინაგან
რღვევას, იმყოფება
ცხოვრების გზაზე,
იხილავს ქრისტეს
სახეს და
აღმოჩენს ჭეშმარიტად
თავის თავს,
ჭეშმარიტ თავის
მდგომარეობას, სხვებში,
მეგობრებში თუ
მტრებში, ყველა
ადამიანში რომლებშიც
არის ქრისტეს
სიყვარული, მაშინ
„ქრისტეს
სიყვარულით ვართ
მოცულნი, როცა
ასე ვმსჯელობთ:
თუ ერთი
მოკვდა ყველასთვის,
ყველანი დაიხოცნენ“.
(2კორ. 5,14;).
მადლი და ასკეტიკა
ეკლესიის
საყოველთაობა, როგორც
ეს ნათლად
ჩანს, ხორციელდება
ერთდროულად როგორც
სულიერი მადლით
და ეთიკური
ასკეზით. ის
არის ღმრთის სახელით კურთხეული ცხოვრება,
რომელიც ხორციელდება
სულიწმიდის მეშვეობით
და მისი
ნების დაცვით
ადამიანების მხრიდან.
ის არის
მადლი სულიწმიდისა,
რომელსაც „ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას, რადგან არ ვიცით,
როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით“ (რომ.8,26;). ანალოგიური სამადლობლებია წმინდანებისგან გამოთქმული, როდესაც
ეხებიან თემებს,
რომლებიც ეკლესიის
საყოველთაობის დაცვას ეხება.
მაქსიმე აღმსარებელი
ერეტიკოსების წინააღმდეგ
პოლემიკაში შენიშნავს:
„არ ვთვლი რომ ერეტიკოსები ნაღვლობენ, მაგრამ არც მე
ვწერ მათი დამარცხების სიხარულით. ნუ იყოფინ! მაგრამ უმთავრესად გავიხარებ მათთან ერთად,
მათი უკან დაბრუნებისას, რადგან, არაფერია უფრო სასიხარულო მორწმუნისათვის, ვიდრე დაფანტული
შვილების ღმრთის ერთიან სამწყსოში ხილვა.“
საყოველთაობის კრიტერიუმები
მოცემული ფაქტების მიხედვით ცხადი ხდება, რომ ნამდვილი საყოველთაობის კრიტერიუმია,
ეკლესიის საყოველთაო რწმენაში ერთობა და ეკლესიის ერთიანი სხეულის გარეთ მყოფთა სიყვარულით
დაბრუნება ეკლესიის წიაღში. ეკლესიას რომელსაც აქვს რწმენა და სიყვარული იცავს საყოველთაობას,
საყოველთაობის თვისებით. მართლმადიდებელი ეკლესიის აზრით, რომელსაც სწამს, რომ იცავს
საყოველთაობას, სჭირდება თვითკრიტიკა მისი საყოველთაობის თვალსაზრისით, პრაქტიკულ და
სიმბოლურ საფეხურზე. ეკლესიის საყოველთაობის მოთავსება ამ თვალთახედვის გარეთ შეცდომაა.
შეცდომაა, რადგან არ ემყარება საყოველთაობის საფუძველს. ამასთან უმიზნო და უმომავლოა.
რადგან ქრისტიანთა ნებისმიერ გაერთიანებას ამ თვალთახედვის გარეთ, არ შეუძლია ჰქონდეს
მომავალი.
პრობლემები საყოველთაობისა
საყოველთაობის პრობლემას აქვს არა სოციოლოგიური არამედ
თეოლოგიური საფუძვლები. არ გამომდინარეობს ის კულტურული, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი
სხვაობებიდან ქრისტიანებს
შორის, რაც არ უნდა დაუკავშირონ ეს სხვაობები მათ რწმენას. საყოველთაობის განცდა, რომელიც
არსებობს როგორც მოცემულება - ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია ქრისტესი,
მცირდება მაშინ, როდესაც ხდება სხვადასხვა თეოლოგიური საკითხების გარშემო მსჯელობები
ქრისტიანებს შორის ჩამოყალიბებულ ჯგუფებში.
თეოლოგია ვიწრო და ფართო გაგებით არის სამოსი ეკლესიისა. ის არის
ქრისტეს კვართი. ერესი კი ამ კვართის დაშლაა, დახევაა და ეკლესიის
ერთობის დაშლაა. მაგრამ რადგან ეკლესია ქრისტეს სხეულია, რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე
რჩება უცვლელი და უშლელი, ერესი
ვერ შლის ეკლესიის ერთობას, არამედ ეკლესიის ერთიანი სხეულიდან წყვეტს ეკლესიის წევრებს.
ამ დროს იკარგება საყოველთაობის
განცდა.
საყოველთაობა და მარადიულობა
საყოველთაობის განცდა დღეს განიცდის მარადიულობის ნაკლებობას, რომელიც საყოველთაობის გამომხატველია. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ნაკლებობას განიცდის ეკლესიოლოგიაში, ამიტომაც ძალაშია საყოველთაობა რომელიც ნასაზრდოებია პროტესტანტიზმისაგან, და ამასთან ძალაშია ეკუმენიზმი რომელიც ნასაზრდოებია კათოლიციზმისგან.
პირველად მარადიულობის განცდა უგულებელყო რომაულმა-კათოლიციზმმა,
რომელიც შეეჯახა ეკლესიის მარადიულობას, როგორც უბრალო გეოგრაფიული ხილვადი გაგებით,
რომით ცენტრში. ასე მოექცა ეკლესია დეპრესიის სივრცეში და შეიზღუდა მისი მადლისმიერი
მდგომარეობა და მისი ესქატოლოგიური წინსვლა. მოხდა ქრისტიანობის რელიგიად ქცევა.
რომაულ-კათოლიციზმში ეკლესიის ერთობა შეიცვალა მოხსენიებითი
ერთობიდან წყობით ერთობამდე რომელიც მმართველობითი ორგანიზების საფეხურზე გამოჩნდა.
შეიბღალა მარადიული თანხმობა ტრადიციათა ეკლესიის მამებთან და ჩამოყალიბდა შეთანხმება
პაპთან. ამიტომაც ეკლესიის თანხმობა მამებთან შეჩერებულია, აზრობრივი დატვირთვის გარეშე
დარჩა, თუკი არ იქნება პაპთან თანხმობაში.
ზედროული, უსასრულო ერთობა
და იდენტურობა
მარადიული უსასრულო ერთობის დაკარგვა, ეკლესიური სისავსის
დაკარგვის ტოლფასია. არ შეიძლება ეკლესიამ
დაკარგოს ერთობა და მთლიანობა დროში და დაიცვას თავისი იდენტურობა სივრცეში. ნებისმიერი
საყოველთაო ერთობა სივრცეში, რომელიც არ იცავს ეკლესიის სინდისს, მის მარადიულობას
და უსასრულობას, არ იცავს საეკლესიო იდენტურობას. ზედროული და მარადიული ერთობის დაცვა
წარმოადგენს საეკლესიო იდენტურობის შემადგენელ ნაწილს.
ცნობილია, რომ პროტესტანტიზზმა დაიწყო სწორედ ეკლესიის
ნამდვილი ფორმის ძიება, რომელიც არ მოქმედებდა დასავლეთში. ეს ძებნა საბოლოო ანალიზით
შეიძლება განიმარტოს როგორც ძიება მისი მარადიული ერთობისა. ამ მხრივ განვითარდა ცნობილი
დიალოგი რეფორმაციის პირველ პირებთან და მართლმადიდებელ ეკლესიასთან. საბოლოოდ კი ძიება
ეკლესიის ნამდვილი სახისა განვითარდა ნახტომით წარსულსში, რომელიც მივიდა თვითნებურ
განმარტებამდე წერილისა და სივრცეში მრავალ განხეთქილებამდე.
საყოველთაობის ინტერესი
თამნმედროვე ეკუმენიზმი უთავრესად მიილტვის კონსოლიდაციისთვის
ქრისტიანული სამყაროსი და არა მისი იდენტობის დაცვისკენ. ინტერესდება ქრისტიანების
სხეულით და არა ქრისტეს სხეულით. ამიტომაც
რაც ეხება ქრისტეს სხეულს, ანუ იგივე ქრისტეს ეკლესიას, ქრისტოლოგიით და ეკლესიოლოგიით
მეორე ადგილზე ათავსებენ. არ განიხილავს მას როგორც ზემოდან მომდინარეს, არამედ ზრუნავს,
რომ შექმნის ქრისტოლოგიას და ეკლესიოლოგიას თანამედროვე გამიწიერებული ანთროპოლოგიით
და სოციოლოგიით.
განსხვავება საყოველთაობიდან
აქ დიდი სხვაობა იჩენს თავს თანამედროვე ეკუმენიზმსა
და ეკლესიის განუყოფელ საყოველთაობასთან. მართლმადიდებელი ეკლესია მტკიცედ იცავს ქრისტოლოგიის
ჭეშმარიტებას, რომელიც ჭეშმარიტ ანთროპოლოგიას ეფუძნება. ერეტიკული ქრისტოლოგია კი
ზღუდავს ანთროპოლოგიას, ასევე ეკლესიოლოგიას. შეუძლებელია სხეული შენარჩუნდეს სრულყოფილად,
ჯანმრთელად თუკი, რწმენის სათავე იცვლება, რომელიც არის ქრისტე. შეუძლებელია სხეულში
არსებობდნენ ჯანმრთელი უჯრედები რომელსაც თავი აქვს შეცვლილი.
კაცთმოყვარეობა და ჭეშმარიტება
თემებს რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენას შეეხება,
თუკი ის არ გამოხატავს ჭეშმარიტ სიყვარულს და კაცთმოყვარეობას, კეთილშობილების მიზეზით
არ ხდება ეკლესიისგან მისი მიღება. ეკლესიის მამებს არასოდეს გამოუვლენიათ უსიყვარულობა
ან ნაკლებ კაცთმოყვარეობა როდესაც ხედავდნენ ეკლესიისგან ერეტიკოსების მოწყვეტას. არ
ხარობდნენ და არ ზეიმობდნენ, როდესაც ანათემას გადასცემდნენ არიანელებს, ნესტორიანელებს
თუ მონოფიზიტებს. მსგავსი გულისტკივილით დგამდნენ ნაბიჯებს, რომ დაეცვათ ეკლესიის მთლიანი
სხეული ჯანმრთელად. დიალოგები მათთან იყო ტკივილითა და წუხილით და არა ქედმაღლობით.
რწმენაში ერთობა
ქრისტიანთა ერთობა ემყარება რწენის ერთობას. შინაარსი
ამ რწმენისა ჩნდება ქრისტეს მეშვეობით სამყაროში და რჩება ეკლესიაში სული წმინდით.
მაშინ როდესაც საღმრთო გამოცხადების მიღება ხდება როგორც ჩვეულებრივი, ერთ-ერთი, რელიგიური
სწავლებისა, როდესაც ღმრთის მოქმედება ადამიანისადმი იცვლება ადამიანის მოქმედებით
ღმერთისადმი, იმ ღმერთისადმი რომელიც ადამიანის ფანტაზიით იქმნება, მაშინ როდესაც სულიწმინდის
მადლს ცვლის ადამიანური შესაძლებლობები, ქრისტიანობა რელიგიის საფეხურზე გადადის, ადამიანის
მიერ შექმნილი რელიგიების მსგავსად ანუ რელიგიურდება.
შეცდომა რომელშიც ვცხოვრობთ
შეცდომა რომელშიც ვცხოვრობთ მდგომარეობს შემდეგში, რომ
ვითხოვთ ეკლესიის ერთობას მაშინ როცა ჩვენ თვითონ ვართ დაშლილები და საკუთარ თავში
ჩაკეტილები. შეცდომით ვცხოვრობთ როცა არგუმენტებს
ვეძებთ იმისათვის, რომ ეკლესიის უცვალებელი ბუნება, ქრისტიანთა ერთობის რომელიმე ჩვეულებრივ,
ტრადიციულ საფეხურზე გავაერთიანოთ. შეცდომით ვცხოვრობთ მაშინაც როცა შეიძლება ვიცავდეთ
რწმენას უცვლელი ეკლესიისა და ყურადღების მიღმა გვრჩებოდეს ჩვენი ერთობა მასში. ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ როგორც ქრისტიანებმა
ეპოქაში როცა ვართ სისტემატიზირებულნი და ამავდროულად გვაქვს გამოწვევა, რომ შევიცვალოთ
„გონება“ გვგონია, რომ ვამოწმებთ ეკლესიის საყოველთაობას ჩვენს ეპოქაში, მაშინაც კი
როცა ვამიწიერებთ მარადიულ ჭეშმარიტებას და ვიჩენთ და ვავლენთ სიცივეს, გულგრილობას
მრავალდანაწევრებულ და დაშლილ თანამედროვე სამყაროში. ეკლესიის საყოველთაობა წმინდა
მამათა სწავლებით უწყვეტად უკავშირდება ეკლესიის მარადიულობას რომელიც ამ საყოველთაობის,
ეკლესიის სისავსისა და მისი ცხოვრების გამომხატველია.
ვალდებულება რომელიც ჩნდება
ჩვენი ეპოქის გამოწვევები და სხვა ტექნიკური ცვლილებები,
ქრისტიანთა დაახლოებას და სიღრმისეულ თანამშრომლობას მოითხოვს. ეს ეხება არა მხოლოდ
ქრისტიანებს არამედ ყველა კეთილი ნების ადამიანს, რომელიც მხედველობაში იღებს ზემოთთქმულს
არა მხოლოდ გარეგანი გამოხატულებით არამედ როგორც გამოწვევას სიღრმისეული და სრულყოფილი
ცხოვრებისათვის ქრისტეში. ეს ყოველივე მით უფრო ძალაშია ყველა იმ ქრისტიანისთვის რომელიც
სინდისიერად და სიღრმისეულად მისდევს საყოველთაო ეკლესიის მყარ და უცვლელ მსვლელობას.
ეკლესიის საყოველთაობა კი ტერმინის ანალიზითა და გაგებით კი არ განიხილება, არამედ
ამ სიტყვის შინაარსის ცხოვრებაში გაცხადებით.
საყოველთაობა და კათოლიკობა
მორწმუნეთა სინდისში ეკლესიის საყოველთაობა ქრისტესადმი
და სამყაროსადმი სრული გახსნილობით ხდება თვალსაჩინო. ეკლესიის საყოველთაობა ეკლესიის
ყველა წევრს ეხება, ჭეშმარიტების სრულყოფილი დაცვით, მადლიმისერი ცხოვრების სისრულით,
სიკეთის აღსრულებით და ცოდვებისაგან სრული განკურნებით. ეკლესიის თითოეული წევრის ღირსება
სწორედ იმ სიმაღლიდან იზომება, საიდანაც ნათლად ჩანს ის როგორც პიროვნება, რომელიც
უბიწოდ და უმწიკვლოდ იცავს ჭეშმარიტებას, სრულიყოფა მადლისმიერ ცხოვრებაში მონაწილეობით,
კეთილი საქმეებისა და ზოგადად სიკეთის ცხოვრების
წესის აღსრულებით და ცოდვისგან სრულყოფილად განკურნებით.
წიგნიდან: „ΓΕΩΡΓΙΟΥ Ι. ΜΑΝΤΖΑΡΙΔΗ, ΧΡΙΣΤΙΑΝΙΚΙ ΗΘΙΚΗ Ι, ΕΚΔΟΣΕΙΣ Π.ΠΟΥΡΝΑΡΑ, ΘΕΣΣΑΛΟΝΙΚΗ 2008.“ - თარგმნა ლევან ბუკიამ