Saturday, August 19, 2017

ფერისცვალებიდან ახალ რეალობაში

1.ფერისცვალება უფლისა და ფერისცვალება სამყაროსი

ფერისცვალება, აღდგომა და ამაღლება უფლისა, სამი უმთავრესი მოვლენაა მთლიან საღმრთო ისტორიაში, რომლებიც სრულყოფენ ჩვენს ცოდნას და თეოლოგიას იესუ ქრისტეს პიროვნების შესახებ. ეს მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს პიროვნულ ცხოვრებას ეხება, არ შეიძლება მხოლოდ პიროვნულობის საფუძველზე განვიხილოთ,  არამედ - ზოგადად, გამომხსნელობითი და ეკლესიოლოგიური კუთხით, ანუ ადამიანისა და სამყაროს ურთიერკავშირში

უფლის ფერისცვალებას მოგვითხრობენ მათე, მარკოზი და ლუკა მახარებლები

და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. 2. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. 3. და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანა-ზრახვიდეს. 4. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა. 5. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ. 6. და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. 7. და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ! 8. და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ. 9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.“  (მთ.17,1-9) (მკ.9,2-13; ლკ.9,28-36;). 

სინოპტიკოსი მახარებლებისათვის ქრისტეს ფერისცვალება უეჭველი და ისტორიული მოვლენაა. მაგრამ ჩნდება კითხვა, რატომ ინება ქრისტემ ფერისცვალება მოწაფეთა თვალწინ და თანაც ამ კონკრეტულ დროს? ქრისტე მცირე ხნის წინ საუბრობდა მესიაზე, მისი მოსვლის მნიშვნელობაზე და მესიის მეუფებაზე. მაგრამ ყველაფერი ის რაც პირველად მოისმინეს მოწაფეებმა ასე ნათლად, მათთვის იყო უცხო და მოცემული ვითარების საპირისპიროდ ჩანდა. მესიამ, რომელიც მათ წარმოუდგინა მოძღვარმა ისინი შეაშინა. ისინი ელოდებოდნენ ამქვეყნიურ ძლიერ და ძალოვან მესიას, რომელიც მოვიდოდა ძალიათა და დიდებით და რომელიც მათ მოუტანდა გათავისუფლებას რომაული ბატონობისაგან და აღადგენდა ოქროს ეპოქას დიდებული დავით მეფისა.

მომავალი ვნების შესახებ წინასწარუწყება  მათთვის იყო შოკისმომგვრელი. ისინი აღმოჩნდნენ გამოუვალ მდგომარეობაში და განიცდიდნენ თავიანთ უძლურებას გაიგონ იმ მესიის შესახებ, რომელზეც ესაუბრება მათ იესუ. მაგრამ სულ მცირე ხნის წინ ჰქონდათ რწმენა, რომ იესუ არის მესია.

ამდენად, ფერისცვალება ხდება შესაფერის და გადამწყვეტ მომენტში. აღსრულდება როგორც პასუხი მათი შინაგანი დრამისა, რომ ისინი გაამყაროს რწმენაში, რომელიც ახლა გამოიცდება და ირყევა ყოველივე იმისგან რაც მცირე ხნის წინ მოისინეს. აღდგომა, რომელიც არის უმაღლესი დიდება, გულისხმობს ტკივილისა და სიკვდილის გზის გავლას.

ქრისტეს სიკვდილი არ არის რაიმე საბედისწერო და არც უძლურების წარმომჩენი. ეს ხდება პიროვნული გადაწყვეტილებითა და არჩევანით. ფერიცვალება ქრისტესი თავისი ვნების წინ აჩვენებს მის შესაძლებლობას, რომ დაარღვიოს სიკვდილის მეუფება და ხრწნადობა და აღდგეს დიდებით. ფერისცვალებით დაიწყო საიდუმლოს გამოცხადება რომელიც ქრისტეში იყო და წარმოჩნდა მისი ჭეშმარიტი სახე

კონკრეტულად ფერისცვალების ისტორიულობაზე საუბრობს სამივე სინოპტიკოსი მახარებელი და ასევე პეტრე მოციქული: და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას წმიდასა,“  (2 პეტ.1,18).

დიდი მსჯელობა გამოიწვია ფერისცვალების აღსრულების ადგილმა. ტექსტებში საუბარია მაღალ მთაზე. ზოგიერთების აზრით, ეს უნდა იყოს მთა ერმონი, საიდანაც მცირე მანძილზე იყო ქრისტე და რომელიც ეთანადება მთელი ამ აღწერას (ფილიპიის კესარიასთან ახლოს).

მაგრამ ტრადიცია, უკვე მეოთხე საუკუნიდან აღნიშნავს, რომ ფერისცვალება მოხდა თაბორის მთაზე, (იხ. კირილე იერუსალიმელი, კატეხიზმო 12,16). თაბორის მთა მდებარეობს ძალიან ახლოს ნაზარეთთან და შესაძლებელია, რომ დახასიათდეს როგორც მაღალი მთა. შესაძლებელია, რომ ვინმე ძალიან მალე ავიდეს მთის წვერზე, რომ ლოცვისთვის განმარტოვდეს, როგორც ამას აღნიშნავს ლუკა მახარებელი.

ადის მაშასადამე მთაზე იესუ, რომ ილოცოს და თავისთან მიყავს სამი უახლოესი მოწაფე, პეტრე, იაკობი და იოანე. იქ გამოჩნდება ორი უდიდესი სახე, მოსე და ელია.

აქ გვაქვს ორი ელემენტი: თაყვანისცემითი და ლიტურგიკული ლოცვის საფუძველზე, და გამოცხადებითი ამ ორი პირის გამოჩენით.  ყოველ გამოცხადებას, რომელიც იმყოფება მსახურების ცენტრში, აქვს უეჭველად გამოცხადებითი შინაარსი.

მოსე წარმოადგენს სჯულს და ელია წინასწარმეტველებს. სჯული და წინასწარმეტყველებები ნათლად მიემართება სამომავლო მესიას. მხოლოდ ფაქტი, რომ ცხადდებიან ფერისცვალების დროს, წარმოაჩენს, რომ იესუ არის მესია რომელსაც ელოდებოდნენ.

ის, რომ ელია წინ წარუძღვება მესიის მოსვლას აქვს დიდი ხნის ტრადიცია ძველ აღთქმაში და იუდაიზმში. წინასწარმეტყველი მალაქია ამბობს: აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე.“(მალ. 3,23) ხაზგასმულია, რომ ელია კვლავ გამოჩნდება ბოლო ჟამს, რომ მოამზადოს მესიის მოსვლა. აქედან მოდის გაგება ელიას კვლავ გამოჩენაზე მეორედ მოსვლის წინ. იესუ არ უარყოფს ამ ტრადიციას, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ელია მოვიდა, სამყარომ არ ირწმუნა საბოლოოდ მაინც მესიის მოსვლა.

მოლოდინს არასოდეს არ განუსაზღვრავს მესია. აღწევდა ოლოდ გამოცხადებულ პიროვნებებამდე რომელიც მას თან ახლდა. ამიტომ მრავალი მიიჩნევდა იოანე ნათლისმცემელს როგორც ელიას, რადგან სწამდათ, რომ ის არის წინამორბედი უფლისა.

ამ კუთხით ფერისცვალებამ არსებითი როლი შეასრულა იესუს როგორც მესიად აღიარებისთვის, ვიდრე მის ვნებამდე და აღდგომამდე.

იესუ ცხადდება ფერისცვალებისას, რომ აღასრულოს წერილი: „უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში“ (ლკ.24,44).  ეს სცენა გვაგონებს გამოცხადებებს, რომელიც ჰქონდათ მოსეს სინას მთაზე და ელიას ქორების მთაზე. მსგავსი ხდება ახლა თაბორის მთაზემოწმეებთანძველი და ახალი ისრაელის წარმომადგენლებისა.

დიდება რომელსაც ხედავენ მოწაფეები მათში იწვევსშიშს“, ანუ რელიგიურ მოუსვენრობას. ყოველი გამოცხადება და გამოჩენა ღმრთის დიდებისა  ქმნის მოუსვენრობას დაშიშსდა ამიტომ ითქმება ნუ გეშინინ.

ეს სცენა არის შთამბეჭდავი და პეტრე გამოხატავს თავის სიხარულს და ენთუზიაზმს. ყოველ შემთხვევაში დიდება ფერისცვალებისა არ არის დიდება ბოლო ჟამისა. ბრწყინვალება აქ შემოისაზღვრება მხოლოდ შესამოსელში და იესუს პიროვნებაში. ხმა ადასტურებს, რომ იესუ არის საყვარელი ძე, სხვა დადასტურება არაა საჭირო. ეს ხმა გაისმა კიდევ ერთხელ ახალ სინაზე. იესუ როგორც ახალი მოსე მოიტანს ღმრთის ერისთვის ახალ სჯულს მადლისა და სიხარულისა.

ფერისცვალება ახალი სინამდვილეა. ღრუბელი აქ არ ჩრდილავდა  მხოლოდ იესუს და მის ზეციურ სტუმრებს, არამედ ასევე მოწაფეებსაც. ღრუბელი სიმბოლოა და წარმოაჩენს როგორც ძველ აღთქმაში, ღმრთის გამოცხადებას. ზეცა და მიწა ერთდება და ხდება ენკენია, კურთხევა და განახლება სამყაროსი

ფერისცვალების შემდეგ იესუ თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ არ თქვან ამ მოვლენის შესახებ ვიდრე ძე კაცისა არ აღდგება მკვდრეთით. სავარაუდოდ ამ სიტყვებმა გამოიწვია პრობლემები მოწაფეთა მხრიდან მისი გაგებისათვის. მოწაფეებს, როგორც ყველა იუდეველს, სწამდა ხორციელი აღდგომა გარდაცვლილებისა, საუკუნეთა დასასრულს. იესუ აქ საუბრობს თავის საკუთარ აღდგომაზე და ცხადია ძალიან მოკლე დროში, და ეს აღდგომა გულისხმობს სიკვდილს. აქა სირთულე. რადგან, როგორაა შესაძლებელი, რომ მესია, და ცხადია ფერისცვალებისა და მისი დიდების გამოჩენის შემდეგ, წავიდეს სიკვდილზე? ყველაფერი ეს მათ პარადოქსად და გაუგებრად ეჩვენებათ. ამასთან, მეორეს მხრივ, ფერისცვალებამ  რაღაცნაირად დააბალანსა იესუს განცხადება მის სიკვდილთან დაკავშირებით. მხოლოდ აღდგომისა და სულიწმიდის მოვლინების შემდეგ მიეცემათ შესაძლებლობა სწორი და მართებული გაგებისათვის.

ფაქტი ფერისცვალებისა, როგორც სხვა მოვლენები იესუ ქრისტეს ცხოვრებიდან, ხშირად მიიჩნევა როგორც მოვლენა მისი პიროვნული ცხოვრებისა. ფერისცვალების შემთხვევაში ვხედავთ, რომ ყველაფერს აქვს პირდაპირი კავშირი მოწაფეთა ცხოვრებასთან და კაცობრიობის ისტორიასთან.

ეკლესიოლოგიური ელემენტი ნათელია, ყველა თავისი ფერისცვალებითი ზემოქმედებით, ადამიანისადმი და სამყაროსადმი. ნათლად ჩანს, პირველი იმ ფაქტიდან, როდესაც მოწაფეეები მონაწილეობენ ქრისტეს დიდებაში და მეორე საჭიროებიდან, რომ ეს ყველაფერი გადასცენ სამყაროს და ადამიანებს.

სამი მოწაფე, რომელიც თან ყავდა ქრისტეს ფერისცვალებისას, გამოთქვამენ სურვილს, რომ დასახლდნენ და იყონ იქ მხოლოდ ისინი. სურთ გააკეთონ სამი კარავი თავიანთთვის, თაბორის მთაზე საცხოვრებლად. მაგრამ იესუ არ ეთანხმება და ხაზს უსვამს, რომ უნდა ჩავიდნენ ქვევით და გადასცენ ეს სასწაული ადამიანებს, ადამიანების ცხოვრებაში შემოიტანონ ეს სასწაული.

ქვემოთ დაშვებისას, ფერდობზე, საპირისპიროდ იმისა რაც ხდებოდა თაბორზე, ადამიანთა ცხოვრება ტკივილადაა ქცეული. მამას მოყვანილი ყავს ავადმყოფი და მთვარეული შვილი და სთხოვს იესუს, რომ განკურნოს, რადგან სთხოვა მის მოწაფეებს მისი განკურნება, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ. მიუხედავად მცდელობისა მკურნალობა ვერ მოხერხდა და დემონები არ განიდევნენ. ქრისტეს არ ყოფნა სასწაულის აღსრულებასაც შორეულს ხდის. ამიტომაც ზუსტად, ის ისაა ქრისტემ ფერი იცვალა და ჩამოდის მოწაფეებთან ერთად მთიდან, მაშინვე სასწაული აღსრულდება, დემონები განიდევნებიან და მთვარეული  შვილი განიკურნება.

სასწაული მოითხოვს რწმენას. რწმენა არ არის ურწმუნო მოდგმისა. რწმენა სასწაულის აღსრულების პირობაა, წინაპირობაა ფერნაცვალი უფლისადმი რწმენისა და ნაყოფია ჩვენი ფერისცაველბისა.  ესაა პირობა, ფაქტი და ცხოვრება ახალი საუკუნისა, ახალი ესქატოლოგიური ეპოქისა რომელსაც აცხადებს და აკურთხებს იესუს ფერისცვალება.
საინტერესოა საუბარი რომელიც მოსდევს ამ მონაკვეთს და რომელიც იმართება იესუსა და მოწაფეებს შორის. ჩანს, ურწმონოება რომელიც მთავრობს ყველაზე და საჭიროება რწმენისა, სასწაულის აღსრულებისთვის

ბოროტი მოდგმა არ განიდევნება მცირედმორწმუნეობით. საჭიროა რწმენა ლოცვითა და მარხვით შემოსილი. რწმენა პირდაპირ კავშირშია სულიერ ცხოვრებასთან. ესაა განცდა რომელიც იბადება ასკეტურ მოღვაწეობაში, ყოველდღიურ ვარჯიშში და ღმერთთან ურთიერთობაში. ლიტურგიკული მსახურებისა და ასკეტური ღვაწლის უგულებელყოფა, უმოქმედოს ხდის ჩვენსრწმენასდა ჩვენს მსახურებას ეკლესიაში.

ΓΕΩΡΓΙΟΥ Π.ΠΑΤΡΩΝΟΥ

თარგმნილია წიგნიდან: „ΘΕΟΛΟΓΙΑ ΚΑΙ ΟΡΘΟΔΟΞΟ ΒΙΩΜΑ“ (თეოლოგია და მართლმადიდებური გამოცდილება). 'Εκδόσεις Δόμος.

თარგმნა ლევან ბუკიამ