Monday, March 6, 2017

მართლმადიდებლობის კვირა

ლევ ჯილეტი


თავიდან ტერმინმართლმადიდებლობა“-  ამ კვირასთან კავშირში საკმაოდ შეზღუდული გაგება ჰქონდა. დღესასწაულის დადგენიდან, 842 წლიდან კი  ხატმებრძოლების დამარცხებას და ხატთაყვანისცემის საყოველთაოდ გაცხადებას დაუკავშირდა. მოგვიანებით, ეს გაგება გაფართოვდა და მოიცვა დოგმატების მთლიანობა რომელსაც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს. ამ კვირა დღეს ყველა ეკლესიაში კითხულობდნენ ეგრეთ წოდებულ სინოდიკონს, სადაც ყველა ერესიარქი და მათი სწავლება ანათემასაა გადაცემული.

ტექსტები რომლებიც იკითხება და იგალობება მწუხრსა და ცისკარზე ამ კვირა დღეს, ხაზს უსვამენ განკაცების ჭეშმარიტებას. მართლაც, ქრისტეს ხორციელი მოსვლა წარმოადგენს საფუძველს ხატთა თაყვანსცემისა. განკაცებული ქრისტე არის არქეტიპი, პროტოტიპი ყველა ხატისა. ზოგიერთი ფრაზა ტრიოდიონისა ნათლად და სიღრმისეულად გამოხატავენ ხატთა მნიშვნელობას:

 უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა გარეშემოუწერებელი სიტყუა მამისა, ქალწულო, შენგან ხორცშესხმული გარეშეწერილ-იქმნა და განხრწნილი ხატი თვისი განაახლა, და საღმრთო სიკეთე უსაზღვრო შემოსა, მას აღვიარებთ სიტყვით და საქმით, გამოვხატავთ და ვმონებთ, და ხატს შენსა წმიდასა თაყვანს ვსცემთ.

საღმრთო ლიტურგიაზე ამ კვირას, ებრაელთა ეპისტოლეში ვკითხულობთ (11,24-26; 32-40;):   რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას. ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს. მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად, რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლრებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.  სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
ვუსმენთ ღმრთივგანბრძნობილ ავტორს, თუ როგორ აღწერს ვნებებს მოსესი და დავითისა, ისრაელის პატრიარქებისა და მოწამეებისა, ყველა იმათი რომელიცღირსეულია სამყაროში“. ესენი იტანჯნენ მაგრამ მათმა რწმენამ გაიმარჯვა სამყაროზე. ესენი იყვნენ ხატები რომლებიც გამოხატავდნენ პროტოტიპს და აცხადებდნენ სახეს მხსნელისას.
ამ დღის სახარება  (ინ.1,43-51;) გამოხატავს ფართო გზას ჩვენი ხედვისა:  მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო. ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე. მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე. მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა. უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე. ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე. მიუგო იესომ და უთხრა: გწამს, ვინაიდან გითხარი, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე-მეთქი; ამაზე მეტსაც იხილავ.  და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე.

სახარების ამ მონაკვეთს არა აქვს პირდაპირი კავშირი ხატებთან და მართლმადიდებლობასთან. ვხედავთ მოციქულ ფილიპეს, როგორ უძღვის იესუსთან ნათანაელს, რომელიც ხდება მოციქული. იესუ ეუბნება ნათანაელს: „პირველ ფილიპეს ხმომადმდე, ლეღვის ქვეშ გიხილე შენ“. ნათანაელი, შეშფოთებული ამ აღმოჩენით აღიარებს: „მოძღვარო, შენ ხარ ძე ღმრთისა“. იესუ პასუხობს რომ ნათანაელი ნახავს უფრო მეტს, სასწაულებრივს ყოველივეზე  „ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. . . “

არ ვიცნობთ რა ქნა და რას ფიქრობდა ნათანაელი ლეღვის ქვეშ. ცხოვრობდა განსაცდელებით, მადლის გარეშე. და უბრალოდ იღვიძებს; ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ იესუ არ გაუსვამდა ხაზს ამ მომენტს, რომ არ ყოფილიყო ის მნიშვნელოვანი, გადამეყვეტი მნიშვნელობის, ნათანაელის ცხოვრებაში უმაღლესი მნიშვნელობის.

ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს მომენტი ან მომენტები როდესაც ვიმყოფებითლეღვის ქვეშ“. კრიზისული მომენტები, სადაც უფალი უხილავად გვხედავს. ვღებულობთ და ვუსმენთ მას? მაშ გავიხსენოთ ეს მომენტები . . . მაშ თაყვანი ვცეთ საღმრთო ჩარევას. მაგრამ არ გავჩერდეთ ამათზე მხოლოდ. ნუ გავჩერდებით წარსულზე მხოლოდ.  „ამაზე მეტსაც იხილავ,   მაშ ვიყოთ მზად, რომ მივიღოთ ახალი სიხარული და ახალი სუნთქვა. რადგან ცხოვრება მოწაფისა, რთულია და წინაურდებადიდებიდან დიდებამდე“.  შეგვიძლია ვნახოთ ზეცა როგორ იხსნება და ანგელოზები როგორ ადიან მხსნელთან და როგორ ჩამოდიან ჩვენამდე. საუბარია ძალიან ძვირფას წარმოჩენაზე ამ სახლეულობისა, წმინდა წესრიგისა ანგელოზებთან ერთად, რომლებიც უნდა იყოს ჩვენთვის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. ანგელოზების სამყარო არ არის ვენთვის არც ძალიან ახლოს და არც ძალიან შორს ადამიანთა სამყაროდან.

 ბერძნულიდან თარგმნა ლევან ბუკიამ