Tuesday, March 8, 2016

მაპატიე

ყველიერის კვირა
Lev Gillet

მიტევების-ყველიერის კვირა მეოთხეა, რომელიც დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდს ასრულებს და დიდი მარხვისათვის გვამზადებს. ეს ბოლო კვირა დღეა დიდი მარხვის მოსამზადაბელი პერიოდისა.  მომდევნო დღიდან, ორშაბათიდან კი იწყება დიდი მარხვა.

მიტევების კვირის წინარე შაბათი ეძღვნება წმინდანთა ხსენებას, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება საღმრთო მსახურებას მიუძღვნეს. დიდი მარხვის ზღურბლზე მათი ხსენება, მსჭვალავს  ჩვენს მზადებას დიდი მარხვისათვის და გვმატებს ძალასა და მხნეობას. სინანულის რთული გზის დასაწყისში, მათ შევთხოვთ მეოხებას უფლის წინაშე.

პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ გვიბიძგებს, რომ გამოვიდეთ სიბნელიდან და სინათლე შევმოსოთ:

„მაშ ასე, იმოქმედეთ, რადგან იცით დრო, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. რადგან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ“ (13,11);
„რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ. ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს. და ვინც არა ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. იმიტომ, რომ ღმერთმა მიიღო იგი. ვინ ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი ბატონის წინაშე დგას ან ეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, რადგან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება“ (14,1-4);

მოციქული გვაქეზებს, რომ გავექცეთ სიმთვრალეს, უძღებებას და ხორციელ ვნებებს. პავლე მოციქული ხორცის (სხეულის) თემას მარხვასთან აკავშირებს. ერთი თვლის, რომ მას შეუძლია ჭამოს ყველაფერი, სხვა არაფერს მიირთმევს მცენარეულის გარდა. ის ვინც ჭამს მაშასადამე ნუ განიკითხავს მას ვინც არ ჭამს, და ისინიც ნუ განიკითხავენ მას ვინც ყველაფერს ჭამს. რადგან შენც და ისიც განიკითხება იგივე უფლისგან.
ლიტურგიაზე წაკითხული მონაკვეთი მათეს სახარებიდან იწყება უწყებით პატიებისა და შენდობის შესახებ:

„თუ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, მოგიტევებთ თქვენც მამა თქვენი ზეცათა, ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც მამა თქვენი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს. როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, მჭმუნვარე, რადგან იმწუხრებენ თავის სახეებს, რათა ეჩვენონ ადამიანებს მმარხველად. ამინ გეუბნებით თქვენ: იღებენ თავის საზღაურს; ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი შენი, რათა არ ეჩვენო ადამიანებს მმარხველად, არამედ-მამას შენსას, რომელიც არის დაფარული; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. ნუ იუნჯებთ თქვენთვის საუნჯეს ქვეყანაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ; არამედ დაიუნჯეთ თქვენთვის საუნჯე ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი, არც ჟანგი სპობს და არც მპარავნი თხრიან და იპარავენ; რადგან, სადაც არის თქვენი საუნჯე, იქ იქნება თქვენი გულიც.“ (მთ.6,14-21;).

ფაქტია, რომ როდესაც ეკლესიამ აარჩია ეს მონაკვეთი, როგორც ამ დღის საკითხავი, ამით სურდა ეჩვენებინა, რომ პატიებაა  ამ დღის მთავარი თემა.  სიმართლეა ისიც, რომ აღნიშნული სახარების შემდგომი მონაკვეთი საუბრობს მარხვაზე. ის მოკლე ფრაზა „როდესაც მარხულობთ“- აკავშირებს პატიების შესახებ საუბარს მარხვის შესახებ საუბართან, რითაც აჩვენებს პირველის დამოკიდებულებას მეორესთან. უფალი ითხოვს მათგან რომლებიც მარხულობენ, რომ მათ არ ქონდეთ მჭმუნვარე და დამწუხრებული სახე როგორც ფარისევლებს, რომლებსაც სურთ როგორც მმარხველებმა წარმოაჩინონ თავი. ზეციური მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს ცხადში. დაე იყოს შენი საუნჯე და შენი გული არა მიწაზე არამედ ზეცაში.

მწუხრისა და ცისკრის  საგალობლებში  შედარებულია სასუფევლის ნეტარება და დაცემის შემდგომ დროინდელ საბრალო მდგომარეობა ადამიანისა. მოსემ, მარხვით განიწმინდა თავისი თვალი რომლითაც ღმერთი „იხილა“. იგივე ფორმით, ჩვენი მარხვაც, რომელიც გრძელდება ორმოცი დღე, როგორც მაშინ მოსესი,  გვეხმარება რომ გავაუქმოთ სხეულის ვნებანი, რომ დაგვაბრუნოს „სიხარულით“ დიდი მარხვაში. დიახ, მივაქციოთ ყურადღება სიტყვას „სიხარულით“. ჩვენი სინანული არ უნდა იყოს ისეთი, რაც ჩვენ დაგვამძიმებს და რაც ჩვენ დაგვამწუხრებს. უნდა დავწინაურდეთ „სიმაღლისკენ“, თავისუფლად, მსუბუქად, რათა ამ ფორმით მივემსგავოსთ წმინდა ანგელოზებს.


წიგნიდან: „Πασχαλινή κατάνυξη თარგმნა ლევან ბუკიამ